ტესტები

       ი ს ტ ო რ ი ა
                            VIII კლასი                                                     წერა IV
I ვარიანტი
1.       რას  ნიშნავს  ავტორიტარული  რეჟიმი? ...
2.       რა ევალებოდათ  ძველ  რომში  პრეტორებს  და  ედილებს? ...
3.       განმარტეთ  მონარქია  და  დემოკრატია ...
4.       რომელ  წელს  მიიღეს  „თავისუფლების  დიდი ქარტია „ ინგლისში?
ა) 1210წ.    ბ) 1225წ.    გ) 1215წ.   დ) 1235წ.
5.       ვინ  არის  მიჩნეული  „ ინგლისის  პარლამენტის მამად“ ?
ა) ჯონ უმიწაწყლო   ბ) სიმონ დე  მოფორი   გ) ჰენრი III    დ) ჯორჯ I
6.       რომელ  ქვეყანას  უკავშირდება  ტერმინი  „ფრონდა“ ?
ა) ინგლისს   ბ) საფრანგეთს   გ) ესპანეთს    დ) გერმანიას
7.       რომელი სახელმწიფოს  წარმომადგენელი  იყო ანრი პეტენი?
ა) გერმანიის   ბ) იტალიის   გ) ინგლისის    დ) საფრანგეთის
8.       რომელ  წელს  შეიქმნა  საფრანგეთის  პირველი რესპუბლიკა?
ა) 1789წ.    ბ) 1791წ.   გ) 1792წ.   დ) 1793წ.
9.       ვინ იყვნენ  სამურაები? ...
10.   განმარტეთ  ტერმინი „კოლექტივიზაცია“ ...
11.   რომელ  ქვეყანაში  წარმოიშვა  ფაშიზმი?
ა) ესპანეთში  ბ) იტალიაში   გ) გერმანიაში   დ) საფრანგეთში
12.   რომელმა  ქვეყნებმა  მოაწერეს ხელი 1953 წლის მადრიდის პაქტს? ...
13.   ვის  მოიხსენიებდნენ   „დუჩედ“ ?
ა) მუსოლინს   ბ) ფრანკოს   გ) ჰიტლერს   დ) ჩერჩილს
14.   „ჰიტლერიუგენდი“  იყო ...
ა) ფაბრიკა-ქარხნების გაერთიანება         გ) ნაცისტური ახალგაზრდული ორგანიზაცია
ბ) გერმანული პროფკავშირები               დ) არც ერთი პასუხი არ არის სწორი
15.   რომელ  ქვეყანაზე  თავდასხმით დაიწყო მეორე მსოფლიო ომი?
ა) ინგლისის   ბ) პოლონეთის   გ) საბჭოთა  კავშირის   დ) საფრანგეთის
16.   რომელ  წელს  გაფორმდა  ლატერანის  ხელშეკრულება?
ა) 1939წ.   ბ) 1919წ.   გ) 1929წ.  დ) 1928წ.
17.   რომელ  ქალაქში მიიღეს  1919 წელს გერმანიის  კონსტიტუცია?
ა) დრეზდენში  ბ) მიუნჰენში   გ) ნიუნბერგში   დ) ვაიმარში
18.   დაალაგეთ  ისტორიული მოვლენები ძველიდან ახლისაკენ:
ა) მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი
ბ)  სამოქალაქო ომი ესპანეთში
გ) მარში რომისაკენ
დ) თურქეთის  რესპუბლიკის შექმნა
19.   დაუკავშირეთ ერთმანეთს :
ა) ანრი პეტენი                            იტალია
ბ) ჰაინრიხ ჰიმლერი                 ესპანეთი
გ) მუსოლინი                             გერმანია
დ) ალფონსო XIII                      საფრანგეთი
                                                    ინგლისი
20.   შეაფასეთ   ჰიტლერის  საშინაო-საგარეო პოლიტიკა.
















       ი ს ტ ო რ ი ა
                            VIII კლასი                                                     წერა IV
II ვარიანტი
1.       რას ნიშნავს  ტოტალიტარული რეჟიმი? ...
2.       რა ევალებოდათ  ძველ  რომში  კვესტორებს  და  ცენზორებს ? ...
3.       განმარტეთ  ოლიგარქია  და ტირანია ...
4.       რომელ  წელს  შეიკრიბა  პირველი  პარლამენტი ინგლისში?
ა) 1260 წ.  ბ) 1265წ   გ) 1268წ.   დ)1275წ
5.       ვინ მოაწერა ხელი  „ თავისუფლების  დიდ ქარტიას“ ინგლისში?
ა) ჯორჯ I-მა   ბ) ჰენრი III-მ  გ) ჯონ უმიწაწყლომ   დ) სიმონ დე  მონფორმა
6.       რომელი  ქვეყნის  პრეზიდენტი  იყო შარლ დე გოლი?
ა) საფრანგეთის  ბ) ინგლისის   გ) გერმანიის   დ) იტალიის
7.       ვის  ეკუთვნის  ტერმინი „ სახელმწიფო ეს მე ვარ“ ?
ა) ლუი XIII-ს   ბ) ლუი XIV-ს  გ) კარდინალ  რიშელიეს  დ) მაზარინს
8.       რომელ წელს  ჩაეყარა  საფუძველი  საფრანგეთის  მეოთხე  რესპუბლიკას?
ა) 1940წ.  ბ) 1946წ   გ) 1949წ.   დ) 1958წ.
9.       ვინ იყვნენ  შიოგუნები?
10.   რას ნიშნავს  ტერმინი  „რაიხსტაგი“ ? ...
11.   რომელმა  პოლიტიკურმა ლიდერმა გამოიყენა პირველად ტერმინი „ფაშიზმი“ ?
ა) ჩერჩილმა  ბ) ჰიტლერმა   გ) ფრანკომ   დ) მუსოლინმა
12.   ვინ  იყვნენ „ტექნოკრატები“ ? ...
13.   ვის  მოიხსენიებდნენ   „კაუდილიოს“ სახელით?
ა) მუსოლინს   ბ) ფრანკოს   გ) ჰიტლერს   დ) ჩერჩილს
14.   რას  წარმოადგენდა „გესტაპო“ ?
ა) საკონცენტრაციო ბანაკს                               გ) საიდუმლო პოლიციას
ბ) სამხედრო ქარხნების გაერთიანებას         დ) ჯარის ელიტურ ნაწილს
15.   რას  ნიშნავს  „ ბლიცკრიგი“ ?
ა) ომს ზღვაზე   ბ) ომს ჰაერში  გ) ომს ხმელეთზე   დ) ელვისებურ ომს
16.   რომელ  წელს  განხორციელდა  „მარში რომისკენ“ ?
ა) 1920წ.   ბ) 1922წ.   გ) 1924წ.  დ) 1928წ.
17.   ჩამოთვლილთაგან, რომელ  მათგანს  არ  ეყრდნობოდა  ფრანკოს რეჟიმი?
ა) ანტიკომუნიზმს   ბ) კათოლიციზმს   გ) ნაციონალიზმს   დ) მონარქიზმს
18.   დაალაგეთ  ისტორიული მოვლენები ძველიდან ახლისაკენ:
ა) ლატერანის  ხელშეკრულება
ბ) მასობრივი  შიმშილი უკრაინაში
გ) რუსეთ-იაპონიის  ომი
დ) იტალიის  რესპუბლიკად გამოცხადება
19.   დაუკავშირეთ ერთმანეთს :
ა) შარლ დე გოლი              გერმანია
ბ) მუსტაფა ქემალი           ესპანეთი
გ) ჰიტლერი                       თურქეთი
დ) ხუან კარლოსი            საფრანგეთი
                                             იტალია
20.   შეაფასეთ  მუსოლინის  საშინაო-საგარეო  პოლიტიკა ...





ი ს ტ ო რ ი ა
IX კლასი                              II ვარიანტი
1.რომელ  საუკუნეში  არსებობდა  კოლხას სამეფო?
) ძვ.წ  X-VIII   ბ)ძვ.წ XII-VIII   გ)ძვ.წXI -VIII  დ)ძვ.წ IX –VIII
2.რომელი სამეფოს მეფეა მენუა?
ა)დიაოხის  ბ)ხეთების  გ)მითანის   დ)ურარტუს
3.რომელი სამეფოს მეფე იყო მითრიდატე მეექვსე?
ა)პართიის ბ)პონტოს  გ)სომხეთის  დ)დიაოხის
4.ვისი დამარცხება შეძლეს ძვ.წ 190 წელს რომაელებმა ?
ა)პართიელების  ბ)სელევკიდების  გ)სომხების  დ)ალბანელების
5.რა ადმინისტრაციულ  ერთეულებად  დაიყო  კოლხეთის სამეფო ?...
6.რომელ წელს დაიდო ზავი რომსა და პართიას შორის ?
ა)ძვ.წ 65  ბ)ძვ.წ 60  გ)ძვ.წ 63  დ)ძვ.წ 66
7.რომელი მეფე მოიხსენიებოდა „ქველის“ სახელით?
ა)ფარსმან I  ბ)მითრიდატე  გ)რადამისტი  დ)ფარსმან I I
8.ვინ ესწრებოდა საქართველოდან მსოფლიო I საეკლესიო კრებას?
ა)ბიჭვინთის ეპისკოპოსი  ბ)მცხეთის ეპისკოპოსი  გ)სოხუმის ეპისკოპოსი
9.რომელი დიდებული დაუპირისპირდა ვახტანგ გორგასალს ? ...
10.რა ერქვა ირანელთა მიერ დასმულ მოხელეს ქართლში?
ა)ამირა  ბ)მარზპანი  გ)შაჰი  დ)პიტიახში
11.ვის მიერ მოხდა არაბების დამარცხება პუატიეს ბრძოლაში?
ა)ფრანკების  ბ)ბიზანტიელების  გ)ირანელების  დ)თურქ-სელჩუკების
12.რა ტიპის გადასახადი იყო ხარაჯა?...
13.რომელ წელს შემოესია საქართველოს მურვან-ყრუ?...
14.რომელი ციხე ვერ აიღო მურვან-ყრუმ?
ა)შორაპანი ბ)ციხე-გოჯი  გ)ანაკოფია  დ)კლისური
15.სად არის დაკრძალული ბაგრატ  III?
ა)ბოჭორმაში  ბ)ბედიაში  გ)უჯარმაში  დ)სვეტიცხოველში
16.რის გამო უპირისპირდებოდა გიორგი I ბიზანტიას?
ა)ტაო-კლარჯეთის  ბ)შავშეთის  გ)კლარჯეთის  დ)ტაოს ნაწილის
17.რომელ წელს მოხდა მანასკერტის ბრძოლა?...
18.ვინ დაარსა პეტრიწონის მონასტერი ბულგარეთში?
ა)ექვთიმე ათონელმა  ბ)იოანე მთაწმინდელმა გ)გრიგოლ ბაკურიანის ძემ დ)იოანე მინჩხმა
19.ვის წინააღმდეგ იბრძოდნენ ქართველები გარნისის ბრძოლაში?...
20.რომელი მეფის დროს გამოჩნდნენ თურქ-სელჩუკები საქართველოში?
ა)ბაგრატ IV-ის  ბ)გიორგი II-ის  გ)გიორგი I-ის  დ)დავით IV-ის 
21.ვინ ედგა სათავეში დუმანს ?
ა)ქართველი ფეოდალი ბ)მონღოლი ნოინი გ)ორივე ერთად
22.რას წარმოადგენდა „სიბა“?...
23.რომელ წელს გამოეყო სამცხე საქართველოს ცალკე ერთეულად ?
ა)1260წ.  ბ)1262წ.  გ)1265წ. დ)1266წ.
24.რა ეწოდებოდა მთიელთათვის შედგენილ სამართლის წიგნს ? ...
25.რომელ მეფესთან დადო თემურ-ლენგმა ზავი 1403წელს ?
ა)კონსტანტინე I  ბ)გიორგი VII გ)გიორგი VIII  დ)ალექსანდრე I
26.რომელი დინასტია იყო ირანის სათავეში მეთექვსმეტე  საუკუნეში?
ა)სასანიდების  ბ)ყაჯარების  გ)ავშარების  დ)სეფიანების
27.რომელი ბრძოლა მოხდა 1556 წელს ?
ა)მურჯახეთის ბ)ტაშისკარის  გ)გარისის  დ)სოხოისტას
28.ვინ შეცვალა თეიმურაზ
I ქართლის ტახტზე?
ა)ალექსანდრე
I-მა  ბ)როსტომ-ხანმა  გ)ერეკლე I-მა  დ)სიმონ ხანმა
29.ვისი თაოსნობით შეიქმნა „მეცნიერ კაცთა კომისია“?...
30.რომელ წელს მოხდა ჩიხორის ბრძოლა ? ...
31.რომელ წელს დაიწყო საქართველოშ „ყიზილბაშობა“?...
32.ჩამოთვლილთაგან ,ვის არ მოუწერია ხელი გეორგიევსკის ტრაქტატზე ?
ა)არტემ კოვალენსკის  ბ)გარსევან ჭავჭავაძეს  გ)ივანე მუხრანბატონს დ)პავლე პოტიომკინს
33.რომელი მეფის დროს შეიქმნა „მორიგე  ჯარი“?...
34.ვინ ედგა სათავეში დაღესტნელთა ჯარს მჭადიჯვრის ბრძოლაში?
ა)აჯი-ჩალაბი  ბ)ნურსალ-ბეგი  გ)აღა-მაჰმად-ხანი  დ)ნადირ-შაჰი
35.საქართველოს რომელ კუთხეში მოხდა პირველი აჯანყება რუსეთის წინააღმდეგ ?
ა)სვანეთში  ბ)რაჭაში  გ)მთიულეთში  დ)ლეჩხუმში
36.რომელი ბატონიშვილი იყო გადახვეწილი ირანში?
ა)დიმიტრი  ბ)გრიგოლი  გ)ალექსანდრე  დ)იულონი
37.ვინ  იყო იმერეთის სამეფოს უკანასკნელი მეფე?...
38.რომელ წელს აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია?
ა)1917წ. ბ)1918წ.  გ)1919წ.  დ)1916წ.
39.რომელ წელს გამოცხადდა საქართველოს დამოუკიდებლობა პირველად?...
40.რომელ წელს ჩატარდა დამფუძნებელი კრების არჩევნები?
ა)1918წ.  ბ)1919წ.  გ)1920წ.  დ)1921წ.
41.რომელ წელს სცნო რუსეთმა საქართველოს დამოუკიდებლობა?...
42.ვინ მეთაურობდა „შეფიცულთა რაზმს“?
ა)კოტე აფხაზი  ბ)ქაქუცა ჩოლოყაშვილი  გ)სპირიდონ კედია დ)გიორგი ხიმშიაშვილი



Комментариев нет:

Отправить комментарий