გაკვეთილის გეგმები

გაკვეთილის მთავარი თემა


ერეკლე მეორე და მისი საგარეო პოლიტიკა(გეორგიევსკის ტრაქტატი)
სწავლების საფეხური

XI  კლასი
მოსწავლეთა პროფილი
28 მოსწავლე

გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალობა

მოსწავლეებში ცოდნის უნარ-ჩვევების, მოსმენის, საკუთარი აზრის განვითარების და დისკუსიის უნარის ჩამოყალიბება.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
მოსწავლეები იმსჯელებენ საქართველოს საშინაო და საგარეო ვითარების შესახებ და სწორად შეაფასებენ ერეკლე მეორის სამეფო კარზე შექმნილ მდგომარეობას, ახსნიან ტრაქტატის გამომწვევ ფაქტორებს.

წინასწარი ცოდნა

მოსწავლეებმა იციან რუსეთ-საქართველოს ურთიერთობების შესახებ ერეკლეს მეფობამდე.
კავშირი ესგ-სთან

ისტ. XI.5. მოსწავლეს შეუძლია   საქართვე­ლოსა და მსოფლიოში საშინაო და საგარეო პოლიტიკის საკვანძო საკითხების კვლევა.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         ირჩევს ერთ-ერთ სახელმწიფოს და აჯგუფებს რომელიმე ეპოქაში მისი გაერთიანების ან დაშლის განმაპირობებელ საგარეო და საშინაო ფაქტორებს;
·         ირჩევს ერთ-ერთ ეპოქას და ადარებს სხვადასხვა სახელმწიფოს ინტერესებს საქართველოს მიმართ;
·         წერს თემას მსოფლიოში განვითარებული მნიშვნელოვანესი  ისტორიული მოვლენის შესახებ, რომელმაც  ასევე  გავლენა მოახდინა ქართულ სახელმწიფოს (სახელმწიფოების) შემდგომ განვითარებაზე;
·         თანაკლასელების ჯგუფთან ერთად ირჩევს პოლიტიკურ მოღვაწეს და მსჯელობს მის მიერ არჩეული საგარეო თუ საშინაო პოლიტიკური კურსის შედეგებზე (მაგ., ერეკლე II-ის მიერ გეორგიევსკის ტრაქტატის დადება);
·         ირჩევს რომელიმე კონკრეტულ ეპოქას, გამოოფს იმ პერიოდის მსოფლიო სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ინტერესებს. განსაზღვრავს ქართული სახელმწიფოს (სახელმწიფოების) ადგილსა და როლს ამ კონკრეტულ ეპოქასთან მიმართებით.


სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღვანელო ,დამატებითი წყარო ,ვიდეო მასალა.



შეფასების საგანი და პროცედურები
დისკუსია
1
წარმოადგენს ჯგუფის პოზიციას
1
2
მკაფიოდ და გასაგებად აყალიბებს აზრს
1
3
მსჯელობს არგუმენტირებულად
1
4
აკეთებს დასკვნას
1
5
მოყავს არგუმენტი საკუთარი აზრის გასამყარებლად
1
6
მსჯელობს თანმიმდევრულად, შემოიფარგლება კონკრეტული თემით
2
7
ფლობს აუდიტორიას
1
8
კორექტულია ოპონენტის(განსხვავებული აზრის) მიმართ, ისმენს და კონსტრუქციულად პასუხობს განსხვავებულ აზრს
2



გაკვეთილის მსვლელობა
კლასის ორგანიზება(2წთ)
აქტივობა 1. (6წთ)
წინარე ცოდნა-მასწავლებელი სვამს კითხვას, თუ როგორი პოლიტიკური ვითარება და მდგომარეობა იყო საქართველოში გეორგიევსკის ტრაქტატის დადებამდე. მოსწავლეები პასუხობენ დასმულ კითხვას.
აქტივობა2.(5წთ)მინი ლექცია-მასწავლებელი აცნობს მოსწავლეებს გაკვეთილის თემას და მიზანს ,საუბრობს  ერეკლე მეორის მეფობის პერიოდის შესახებ.(მინი ლექციას მასწავლებელი წარმართავს პრეზენტაციის საშუალებით)
აქტივობა3. (15წთ) დისკუსია -მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად. მოსწავლეთა  ერთი ნაწილი ეთანხმება ერეკლე
II-ის გადაწყვეტილებას, მეორე ნაწილი კი უარყოფითად აფასებს მის გადადგმულ ნაბიჯს.
ორივე ჯგუფი  შეეცდება ,რომ არგუმენტირებული მსჯელობითა და წინარე ცოდნის გამოყენებით გაამყარონ საკუთარი პოზიცია.
აქტივობა4.(15წთ)მცირე ესე.
სადისკუსიო საკითხების ამოწურვის შემდეგ მასწავლებელი აძლევს დასაწერად ესეს ,თუ როგორ დააკავშირებდნენ მოცემულ პერიოდს თანამედროვე საქართველოს რუსულ-ქართულ ურთიერთობებთან.
აქტივობა5.(2წთ)შეფასება-განმავითარებელი.
მოსწავლეები შეფასდებიან იმისდა მიხედვით, თუ რამდენად გამართულად და არგუმენტირებულად  მსჯელობდნენ და გამოთქვამდნენ საკუთარ მოსაზრებებს.




Комментариев нет:

Отправить комментарий